2014 წლის 13ოქტომბერს _ I 1 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ,, ანბანის შემობრძანება“. კლასის ხელმძღვანელმა ნანა ჩოხელმა და მისმა აღსაზრდელებმა უმასპინძლეს ანბანს. ამ ლამაზ დღეს ერთად შევაღეთ კარი ცოდნის, ჯადოსნურ სამყაროში. ამ დღეს პატარები დიდი სიხარულით ელოდნენ.
ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ერთი თვის განმავლობაში წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა. ვისაუბრეთ თემებზე: 1. შემოდგომა. 2. საქართველო. 3. ქართული ენა. 4. ანბანი. 5. იაკობ გოგებაშვილი. 6. დედაენა. 7. ია.
გაკვეთილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები, სიტყვები, ანდაზები, გამონათქვამები, დატვირთული იყო სახალისო აქტივოებით, ჯგუფური მუშაობით. პარალელურად გადიოდა თემის შესაბამისი სლაიდ-შოუ: სურათები და ვიდეოები.
დიდი სიხარულით შემოვაბრძანეთ ბუნებრივი ია(რომელიც მშობელმა მოგვართვა) და შემდეგ ყველასთვის საყვარელი და უძვირფასესი ქართული ანბანი, რომლებიც ბავშვებმა ლექსებით შეამკეს. ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, ჩვენი სკოლის პედაგოგმა ხათუნა ტატუაშვილმა მიულოცა პატარებს ეს მნიშვნელოვანი დღე და უსურვა წარმატებები სწავლაში.მათ პირობა დადეს, რომ კარგად შეისწავლიან თითოეულ ასოს, რათა გამართულად შეძლონ წერა-კითხვა და გაახარონ მშობლებისა და მასწავლებლის გულები.
მოწვეული სტუმრები კმაყოფილები დარჩნენ ამ ერთი ლამაზი, გამორჩეული დღით.
Комментариев нет:
Отправить комментарий